ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. სოზარ სუბარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივები აღარ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს, ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას.
„მარნეულში ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები დილიდანვე, მნიშვნელოვანია აქტიობა არის ძალიან მაღალი, დარწმუნებული ვარ ასევე ჩაივლის ბოლომდე, ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ წესრიგი არ დაირღვეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის, არის რომ პირველი ტურის შემდგომ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა და სხვა ლიდერებმა მოახდინეს ახალგაზრდების პროვოცირება და აქ იყო ძალიან სერიოზული დარღვრვები და ინციდენტი, სოფლის უხუცესებმა თავის თავზე აიღეს წესრიგის დამყარება, ისინი უშუალოდ არიან აქ, აკონტროლებენ, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ეს სოფლის და ხალხის პრესტიჟია, თვითონ აღარ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას“,- განაცხადა სუბარმა.