21 ოქტომბერს, "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში ჩატარდა მადლიერების დღე SMS კლუბის წევრებისთვის.
"ტექნო ბუმმა" მადლობა გადაუხადა SMS კლუბის წევრებს, მთელი წელი ერთგულებისთვის და ყოველგვარი შენაძენის გარეშე, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გადასცემს სასაჩუქრე ბარათებს, რომლებშიც მომხმარებლები აღმოაჩენენ 50 ლარიდან 200 ლარამდე ფასდაკლების ვაუჩერებს, ან სხვა საჩუქრებს.
აქციამ მომხმარებელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად "ტექნო ბუმის" მაღაზიებში მთელი დღის განმავლობაში რიგები შეიქმნა და ნაწილი მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც "ტექნო ბუმი" კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს ამ დისკომფორტისთვის და მომხმარებელთა დიდი ინტერესის გამო შექმნილი რიგების განტვირთვისთვის აქცია გაგრძელდა 31 ოქტომბრამდე.