მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ზუგდიდის რაიონში.
იქ გახსნილია ორი უბანი ჯიხაშკარში, ხოლო ერთი განმუხურში. რუსთავი 2-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე უბნები დროულად გაიხსნა. პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები.
ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები.
კურიერის კორესპონდენტის ინფორმაციით, უბნებზე ამომრჩევლის აქტივობა ამ დროისთვის მაღალია.
როგორც ცნობილია, 108-ე უბანზე გაფუჭდა მარკირების აპარატი, თუმცა პრობლემა დროულად მოგვარდა. ასევე იყო ელექტროენერგიის პრობლემა 79-ე უბანზე, თუმცა ეს საკითხიც მალევე აღმოიფხვრა და მას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.
ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებენ.