შეფერხებებით მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ყიზილაჯლოში. კურიერის კორესპონდენტის ცნობით, რომელიც ადგილზე მუშაობს, 48-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი გახდა კენჭისყრისწინა პროცედურების დაგვიანებით ჩატარება კომისიის წევრთა მხრიდან.
ასევე პირველ ამომრჩეველს, რომელიც უბანზე მივიდა, ოთახის სივიწროვის გამო, არჩევანის გაკეთება კაბინის გარეთ მოუხდა. იგივე მიზეზით ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანთან რიგია და ამომრჩეველს, უბანზე არსებული სივიწროვის გამო, ლოდინი უწევს, არჩევანის გასაკეთებლად.
ადგილზე მყოფი კურიერის კორესპონდენტის ინფორმაციით, მარნეულში მიმდინარე არჩევნებზე, ამ ეტაპისთვის ამომრჩევლის აქტოვობა დიდია.
მარნეულში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობიდან აჰმედ იმამყულიევი და ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი უპირისპირდებიან.