ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 45%-იანი ზრდაა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 270 ათას 588 მგზავრს მოემსახურა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 186 ათას 866 მგზავრს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით სულ 183 ათას 549 მგზავრმა ისარგებლა.
სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის მაისსა და ივნისში აეროპორტის მგზავრთნაკადი რეკორდულად, 82% და 73%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და აქტიური ზრდის ტენდეცია სექტემბრის თვის ჩათვლით შენარჩუნდა.