საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გამართულ შეხვედრას აფასებს. აბაშიძის განცხადებით, რუსული მხარე საქართველოში ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული. რუსი ბიზნესმენები საქართველოს ნოემბერ-დეკემბერში ესტუმრებიან. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საქართველო-რუსეთს შორის ვიზების გამარტივების პროცესი იყო. აბაშიძე- კარასინის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხიც განიხილეს.