ოცნება ხმების ნახევარზე ნაკლებით აპირებს დაიკავოს პარლამენტის 3/4-ზე მეტი, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანამა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან საუბარში.
"არაადეკვატური, საშიში და არაჯანსაღია, როდესაც ქართული ოცნებისნაირი პარტია, ყველა მეთოდით, ძალადობით და ა.შ., მაინც იღებს ხმების ნახევარზე ნაკლებს და აპირებს, დააკომპლექტოს პარლამენტის ¾-ზე მეტი. შემდეგ ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ თუ მოუნდა, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, აწიოს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე, უსაზღვრო ვალები აიღოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე და ერთმა კაცმა შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს, რაც მოუნდება, ეს არის საშიში და არაადეკვატური”, - განაცხადა ბოკერიამ