საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. მიხეილ ჯანელიძე ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა. პოლიტიკურ ჯგუფებთან შემდგომ თანამშრომლობასა და ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. კონფერენციის ფარგლებში ჯანელიძე ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოსაც ესაუბრა. ევროპარლამენტარმა 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა.