ხვალ, 20 ოქტომბერს 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას გახსნიან.
ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.