პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საფრთხეს ვერ ხედავენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ იმ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების უკან, ვინც პეტიციაზე ხელი მოაწერა, "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
„მეორე ტურების წინ ეს არის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ამ ნაწილს განვიხილავ, როგორც ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ ფრთას. მგონია, რომ ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ოფისშია დაწერილი,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.