ნეფტოგაზი რუსეთისგან კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ყირიმში დატოვებულ აქტივებზე, რომლის საერთონ ღირებულებაც 2,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ნეფტოგაზის მმართველთა მტკიცებით, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კომპანიის ქონება და ენერგეტიკული აქტივები მიითვისა, რითაც ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება დაარღვია. რუსეთისგან კომპენსაციის მოთხოვნას ჩერნომორნეფტოგაზი, უკრტრანსგაზი, ლიკვო და ნეფტოგაზის სხვა შვილობილი კომპანიებიც აპირებენ.