19 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 300 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.400 პროცენტით, მაქსიმალური 7.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.654 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 7.62 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.