ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, მოსალხეობას ქართული ოცნებისთვის ქვეყნის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვის ლეგიტიმაცია არ მიუცია.
„ხელოვნური, როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ამაზე მეტი, მას სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც მოსახლეობას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუცია. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები, საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“, განაცხადა რატიანმა.