საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად დასახელდა. 48 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება.
საარჩევნო ადმინისტრაციაში განმეორებითი კენჭისყრის საკითხიც შეათანხმეს. კენჭისყრა მარნეულსა და ზუგდიდში 22 ოქტომბერს გაიმართება. 36 და 66-ე ოლქებში 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მეორე ტურის საკითხი გადაწყდება.
ცესკო მეორე ტურების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 56 ათას 718 ლარს ითხოვს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.