2016 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 121 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა.
ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 120 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.