მმართველი პარტიის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა არჩევნები ხუთიანზე ჩააბარა. ამის შესახებ პეტრე ცისკარიშვილმა დღეს "პარიმ ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
"თვითმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ტესტი იყო, საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე. ქართულმა საზოგადოება ხუთიანზე, დადებითად ჩააბარა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა. 
მისივე თქმით, არჩევნები უკვე დასრულდა და ახლა საქმის კეთების დროა, რომ საზოგადოებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებები შესრულდეს.