8 ოქტობრის არჩევნების შემდეგ პირველად იკრიბება მთავრობა და ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აღინიშნოს - 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები,-ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"მინდა, ყველა თქვენგანს მივულოცო ეს ფაქტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, საზოგადოების თითეულ წევრს, ვინაიდან ეს არის ძალინ მნიშვნელოვოანის საქართველოს განვითარებისთვის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თითეულმა დამკვირვებელმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა არჩევნების წარმატებით ჩატარების ფაქტი.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო, საერთაშიორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების. ამიტომ მინდა, ყველა თქვენგანს მოვულოცო ქვეყნის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.