სავალუტო ჯიხურებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია. ამიერიდან ვალუტის გადაცვლისას კურსისა და საკომისიო გადასახადის შესახებინფორმაცია მომხმარებელმა სრულად უნდა მიიღოს. ოპერაცია კი ხელმოწერით დაადასტუროს. რეგულაციების მიზანი ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაა, როდესაც მოქალაქეები შესაბამის ინფორმაციას ყურადღებას არ აქცევენ და ზარალდებიან. ახალ რეგულაციებს მიესალმებიან ეკონომიკური სფეროს ექსპერტები.