რუსეთიდან საქართველოში ქართული კინოფილმების არქივის გადმოტანაზე შეთანხმება მიღწეულია. თემის დეტალებს დღეს ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი უკვე პრაღაშია. შეხვედრა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. აბაშიძის განცხადებით, პრაღაში ეკონომიკური საკითხების განხილვაც იგეგმება.