,,თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ქვეყანა დატოვოს,-ამის სესახებ მან გადაცემა ,,არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.
ალსანიას თქმით, მას სურს როგორც კერზო პირმა და არა როგორც სახელმწიფო მოხელემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ურთიერთობები გააღრმავოს.
„მინდა, გავაკეთო ისეთი საქმე, რომელიც საქართველოს მომავალში აუცილებლად გამოადგება. მინდა, მდიდარი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ურთიერთობებს საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოტივირებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთო, რომელიც აქამდე არ მიკეთებია,“ - განაცხადა ალასანიამ.