,თავისუფალი დემოკრატები“ იმიტომ ვართ თავისუფალი დემოკრატები, რომ ერთმანეთს თავისუფალ სივრცესაც ვუტოვებთ,-აცხადებს ირაკლი ალასანია გადაცემა ,,არჩევანში“ საუბრისას.
მისი თქმით, ვინც წავიდა და დატოვა პარტია ეს იყო მათი თავისუფალი არჩევანი, რადგან მათ დაინახეს, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდოდათ.
,, თავისუფალი დემოკრატები" გამოვირჩეოდით პროფესიონალიზმით, ვიყავით პროფესიონალების გუნდი, რომელიც პოლიტიკაში მოვედით საჯარო სამსახურებიდან, თუ მათ შანსი გაუჩნდებათ რომ აკეთონ ღირებული საქმე ქვეყნისთვის მე ვისურვებდი მათ ნახვას ამ სფეროში,“-განაცხადა ალასანიამ.
ალასანია გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მისი გუნდის ყოფილმა წევრებმა მაღალი თანამდებობი დაიკავონ ხელისუფლებაში.
,,მე სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიცი რომ მე არანარი თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ სახელმწიფო სექტორში,“-განაცხადა ალასანიამ.