წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის ძველი შემადგენლობა განიხლავს, თუმცა მისი დამტკიცება ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ბოლო მოსმენით განიხილა. სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები და შენიშვნები წარადგინეს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 10 მილიარდ 555 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 400 მილიონი ლარით მეტია წლევანდელზე.