"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობით შესაძლო მოსვლას ეხმაურება.
"ამ დღეებში ვუსმენ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარშემო მიმდინარე დებატებს. "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტებისაგან ხშირად ისმის კრიტიკა, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში კონსტიტუცია არა ერთხელ შეიცვალა ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. დიახ, გეთანხმებით, სხვა შეცდომებს შორის, კონსტიტუტუციის მიმართ უდიერი დამოკიდებულება და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მისი ხშირი გადახედვა, სერიოზული შეცდომა იყო.
აქედან ერთადერთი სწორი დასკვნა კი, არის ის, რომ მსგავსი შეცდომების განმეორების უფლება აღარავის უნდა მივცეთ. ერთის მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორეს მხრივ, ხელისუფლების მორჩილი სასამართლო სისტემა, ყველა საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფოსაგან სრულიად დაუცველს ტოვებს",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.