ცნობილი რუსი რეჟისორი ფეოდორ ბონდარჩუკი საქართველოში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა ის თბილისში «გულოს აბანოს“ სტუმრობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „გულოს აბანოს“ facebook-ის გვერდზე განათავსეს, წარწერით: „რეჟისორმა ფეოდორ ბონდარჩუკმა მოგვინახულა ცოტა ხნის წინ. თურმე ძალიან ჰყვარებია თერმული აბანოები“.