სამსუნგის ზარალმა შესაძლოა 3 მილიარდ დოლარს  გადააჭარბოს. ინფორმაცია  კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილურ ტელეფონებში აღმოჩენილი  ტექნიკური ხარვეზის  გამო,  კომპანია 2016  წლის ბოლოს  2 მილიარდ , 2017  წლის პირველ ნახევარში კი  მილიარდ დოლარს იზარალებს. გარდა ამისა  სამსუნგმა  დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყო, მომხმარებლის ნაწილმა სმარტფონები უკვე ჩააბარა და მის ნაცვლად ახალი ტელეფონი მიიღო. გადაწყვეტილება სამხრეთ კორეულმა კორპორაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა რომ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების მიუხედავად,  სმარტფონის ელემენტი ისევ  ფეთქებადსაშიშია.