პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პარტიის რიგები უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯაბა ბერიძემაც დატოვა.
კობა ჩხეიძემ „ინფო 9“-სთან სატელეფონო საუბარში პარტიის დატოვების მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მედიასთან დეტალებს გაასაჯაროებს.
ამ დროისათვის, ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" არ დაშლილა - ჯერჯერობით, თავმჯდომარის პოსტს ისევ კობა ჩხეიძე ინარჩუნებს.
„თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიმე ლიდერმა დატოვა და პარტიაში რეორგანიზაცია იგეგმება. მათ შორის, პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ.