იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბელარუს კოლეგა ოლეგ სლიჟევსკის შეხვდა. შეხვედრა ბელარუსში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელსაც ელჩი დავით კოტარიაც ესწრებოდა. მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის იუსტიციის სამინსიტროებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთოებბზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
საქართველოსა და ბელარუსს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდა, როდესაც მიმდინარე წლის 25 მაისს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელარუსის იუსტიციის მინისტრებმა.
თეა წულუკიანის ვიზიტი ბელარუსში უკვე დასრულდა. იუსტიციის მინისტრი ბელარუსში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა. კომერციული მედიაციის თემაზე გამართული ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმზე იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობდნენ. თეა წულუკიანთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს მასპინძლობას უწევდა ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი. ფორუმი ორდღიანი იყო და ის 12 ოქტომბერს დასრულდა.
ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა.