პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” ყველა რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის რეორგანიზაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობამ მიიღო.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში, ”თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და წევრებმა, დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვეს.