ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას, ომი არ არის გამოსავალია - ასეთი კომენტარი გააკეთა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე კითხვის საპასუხოდ.
როგორც ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველა პრობლემა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.
"ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. ომი არ არის გამოსავალი. ჩვენც გვქონდა პრობლემები, ორი რევოლუცია გამოირა ყირგიზეთმა 2005 და 2010 წლებში, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში. სამხედრო გზამ შესაძლოა, ჩიხური სიტუაცია გამოიწვიოს. ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. სიამაყეზე უნდა გვეთქვა უარი და არ უნდა მიგვეყვანა ამ სიტუაციამდე მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, თუმცა ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას",-აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.