„სირიელი დევნილი“, რომელიც ბერლინში ტერაქტს გეგმავდა, ლაიპციგის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. გერმანული მედიის თანახმად, ჯაბერ ალ-ბაქრი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა სუიციდის მოწყობა მაინც მოახერხა. ალ-ბაქრი ტერაქტის განხორციელებას ბერლინის ერთ-ერთ აეროპორტში აპირებდა.  ბომბის დასამზადებლად ის ინსტრუქციებს ინტერნეტით ეძებდა. ჩხრეკისას  მის ბინაში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.