საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ის საკითხებია, რაზეც აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე იმუშავებს. ის ახალ თანამდებობაზე საქმიანობას 5 დეკემბრის შემდეგ შეუდგება. დავით ბაქრაძე არჩილ გეგეშიძეს შეცვლის. სანამ ახალი პარლამენტი მინისტრთა ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს, ბაქრაძე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.