იან კელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების გადაწყვეტილებას, არჩევნების მეორე ტურში მონაწილოება მიიღონ, მიესალმება. ელჩის განცხადებას ამერიკის საელჩო “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
“მივესალმები მათ გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების შესახებ. ქვეყნებს წარმატებისა და განვითარებისთვის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი სჭირდებათ. შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის ამ პროცესებში საქართველოს დასახმარებლად”, - ნათქვამია აშშ-ის ელჩის განცხადებაში.