მომავალ წელს გუდაურში 7,5 კმ-იანი საბაგიროების ინფრასტრუქტურა ამოქმედდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი სამთო კურორტებზე.
"ეს არის კობი გუდაურის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი საბაგიროების ინფრასტრუქტურა და ის დააკავშირებს ყაზბეგის რაიონს მთლიანად გუდაურს და შეიქმნება ერთი კლასტერი და ერთიანი სათხილამურო სივრცე, რომელიც ჩვენი აზრით გააორმაგებს ვიზიტორების რაოდენობას კურორტზე. ამ საბაგიროს მნიშვნელობა ისააა, რომ ძველი გუდაური უფრო გამოცოცხლდება და უფრო მეტი ინვესტიცია შევა, აგრეთვე შედეგად აღარ იქნება რიგები, რომელიც გვაქვს გუდაურის საბაგიროებთან", - განაცხადა ონოფრიშვილმა.
საბაგიროს მშნებლობა წელს დასარულდება და მომავალი წლიდან ამოქმედდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გუდაურში გამალებული მუშაობაა და უამრავი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
"ამდენი ტექნიკა გუდაურში მობილიზებული არასდროს ყოფილა. ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები რაც არის ისაა, რომ წყლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და გუდაურს ექნება საკმარისი დებეტის წყალი, რათა მიიღოს ვიზიტორები."
ონოფრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს გუდაურის განვითარების გეგმა, რომელიც "ეკოზაინთან" ერთად არის შემუშავებული, გეგმა კი იძლევა შესაძლებლობას ქართულმა მხარემ იცოდეს კურორტი რა მიმართლებით უნდა განვითარდეს და როდის რა ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.
ხარისხის ამაღლების მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ფრანგულ კომპანია "დეზარტთან" ერთად შევიმუშავეთ გეგმა და პროექტის მიხედვითაც მთის ქართველი მენეჯერები გადიან კურსს, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდებს და შედეგად,. ქვეყანას პირველად ისტორიაში ეყოლება მთის სერტიფიცირებული მენეჯერები.