პაატა ბურჭულაძის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ მისი პარტიის წევრები.
პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერის დავით ჯანდიერის განცხადებით, საუბარი ამ დროისთვის არა წასვლაზე, არამედ პარტიის გაძლიერებაზე მიმდინარეობს.
რაც შეეხება კოალიციაში გაერთიანებულ პარტიების თანამშრომლობას, ჯანდიერი ამბობს, რომ ბლოკი წინასაარჩევნოდ შეიქმნა და სამომავლო პარტნიორობის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც პარტიაში შიდა ორგანიზაციული საკითხები იქნება გადაწყვეტილი.
„არავითარი გადაწყვეტილება მისი მხრიდან წასვლაზე მიღებული არ ყოფილა. პირიქით ის ფიქრობს იმაზე, როგორ გაძლიერდეს ეს პარტია, შესაძლოა დღეს შედგეს ეს საუბარი, შესაძლოა რამდენიმე დღეში. ბუნებრივია ბლოკები შექმნილი არიან წინასაარჩევნოდ, არჩევნების შემდეგ უფრო მეტი თავისუფლებაა კომუნიკაციის, ურთიერთობის სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ამიტომ ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დადგეს და აუცილებლად დადგება, როდესაც შიდა ორგანიზაციული საკითხები იქნება გადაწყვეტილი,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.