პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ, თუმცა პარტიის შიგნით გარკვეული სახის რეორგანიზაცია განხორციელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლემა, დავით ჯანდიერმა განუცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს შიდა საუბრები, როგორი უნდა იყოს პარტიის მომავალი, რა ცვლილებები უნდა შევიდეს მენეჯმენტში.
„პარტია იქნება ორიენტირებული გაძლიერებისკენ. არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიას აქვს დიდი რესურსი და ახლად შექმნილი პარტია მოკლე დროში კვალიფიციური სუბიექტი გახდა. ორიენტირი იქნება ახალგაზრდობისკენ,ახალი თაობის შემოსვლიკენ. ცალკეული ლიდერების წასვლა-არწასვლაზე მსჯელობა არ ყოფილა.საარჩევნო ბლოკზე რამდნეიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,-აღნიშნა დავით ჯანდიერმა. მისივე თქმით, ბურჭულაძის სურვილია, მოხდეს ახალგაზრა ძალების გაძლიერება პარტიაში. „დანარჩენს დრო გვაჩვენებს. პარტიის სიძლიერისთვის რაც იქნება საჭირო, ბურჭულაძის მხრიდან ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული . უშუალოდ ჩემი მომავალი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, იმ საერთო შეთანხმებაზე რაც იქნება მიღებული პარტიის მომავალთან დაკავშირებით“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.