პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში მოღვაწეობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველა პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პარტია, რომელიც 500 000 ხმას იღებს არჩევნებში, უნდა განიხილავდეს თუ არა პარლამენტის და მეორე ტურში მონაწილეობის ბოიკოტირების საკითხს.
როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, ყველა პარტია თავად განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს.
„ყველა პარტია თავად ადგენს და განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.