საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", კონცენტრირდეს მეორე ტურზე და ისეთი საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, როგორიც არის სოციალური ვალდებულებები, დასაქმება, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალი პროექტების შექმნა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს პრეზიდენტი საკონსტიტუციოა ცვლილებებე, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებაზე.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" უნდა კონცენტრირდეს ხალხზე, რომელზეც ზრუნვაზეც აიღეს პასუხისმგებლობა.
"პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას და გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისთვის ზრუნვას" -განაცხადა მიშველაძემ.