,,რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
,,ვერ მივხვდი, ისტერიკა რატომ გამოიწვია ნაციონალების პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხმა. არაა ასეთი ცალსახა ეგ საკითხი, ორივე გადაწყვეტილებას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს და იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ, ვისაც ეს ეხება. მათვე აიღონ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა. ყველგან ასე ხდება და რა საჭიროა ისტერიკა, გაუგებარია”, - აცხადებს ნიკა გვარამია.