,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი თავის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას.
,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მეხმარებოდით ჩემი მაჟორიტარული საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. პირველ რიგში ყველას მათ,ვინც ხმა მომცა, პარტიის შტაბის თანამშრომლებს, ზუგდიდის მთელს ჩემს გუნდს კოორდინატორებისა და კომისიის წევრების ჩათვლით. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვიყავით არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებაშ და ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ათასობით ჩვენი ხმა გამოცხადდებოდა ბათილად ან დაყრილი იქნებოდა იატაკზე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ და მათ მიერ ვინც იქნა მოსყიდული, ვისზედაც განხორციელდა ზეწოლა, ძალადობა, დაშინება ან ინსპირირება, რომ ჩაედინათ მიუღებელი, არადემოკრატიული და ხშირ შემთხვევაში კრიმინალური ქმედებები..
ჩვენ არ დავნებდებით და გავაგრძელებთ კანონიერ ბრძოლას უკეთესი, სტაბილური და დამოუკიდებელი მომავლისათვის როგორც სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლების, ასევე სრულიად საქართველოსათვის. თქვენ მალე შეიტყობთ ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის!“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სანდრა რულოვსი.