ნაციონალური მოძრაობა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიცია სამომავლო სტრატეგიაზე გადაწყვეტილებას ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღებს. ნაციონალური მოძრაობის პოზიციას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქართული ოცნება სპეკულაციად მიიჩნევს. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ოპოზიციის განცხადებებს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ჩუგოშვილის თქმით, არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებს საერთო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.