ცესკომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ბოლო მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48,67 % აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 27,11%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს ხმების 5,01 % აქვს მიღებული. თავისუფალმა დემოკრატებმა 4.62 პროცენტი მოიპოვეს, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულმა მოძრაობამ კი- 3.53 პროცენტი. 6 საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.