,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია , გორში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
,,თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების შედეგებს აღიარებს და პარტიის რეორგანიზაციას იწყებს. მისი თქმით, ბრძოლას ადგილობრივ არჩევნებზე გააგრძელებენ.
,,შედეგი ,რომელიც დავინახეთ ჩვენთვის არის მოცემულობა, ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, რომლის რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანდა, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელიც დაიდო ამის განხორციელების საშუალება არ გვეძლევა. გასააზრებელია, რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი,ამას აქვს თავის მიზეზები, რომელსაც კრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ პარტიის რეორგანიზაცია“-განაცხადა ალასანიამ.