„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „თავისუფალი დემოკრატებში“ 15:00 საათისთვის დანიშნული ბრიფინგი პარტიიდან ირაკლი ალასანიას წასვლას უკავშირდება.
ალექსი პეტრიაშვილის მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც დატოვოს.