მორიგი თავდასხმა ისრაელში. ინციდენტი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლი  ავტომანქანიდან გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციის მიერ ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა. 2 მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ  მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ დააკისრა.