ისლამურმა სახელმწიფომ  წლის განმავლობაში ერაყსა და სირიაში   კონტროლირებადი ტერიტორიების 28 პროცენტი დაკარგა.  ამ ინფორმაციას IHS-ის  სამხედრო ანალიტიკოსები ავრცელებენ.  მათი თქმით, ჯიჰადისტები 2015  წელს 78 ათას კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებდნენ,  ოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 13 ათასი  კვადრატული მეტრით შემცირდა.