ბიულეტენების დიდი ნაწილი უკვე დათვლილია აჭარაში - უმაღლეს საბჭოში წინასწარი მონაცემებით, შესვლას ახერხებს 4 პარტია.
კონკრეტულად, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძის პარტია და ასევე დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, ზღვარის გადალახვა სწორედ ამ ოთხმა პარტიამ მოახერხა.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 46.03 %;
ნაციონალური მოძრაობა - 29.58%;
დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი - 5.64%;
ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა - 5.74%.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის დათვლილია 207 უბნის მონაცემები, სულ ჯამში კი აჭარაში 348 უბანია.
რაც შეეხება, მაჟორიტარულ ოლქებს, ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციაში პროგნოზირებენ, რომ სავარაუდოდ, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაიგეგმება.
რაც შეეხება საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებს, ამ დროისთვის დათვლილია 42 უბანი 119 უბიდან.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 43%;
ნაციონალური მოძრაობა - 29%