ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლისშვილის ინფორმაციით, საია არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 500-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.
„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით, არის გაუარესებული და ეს ნათელია. ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე საყურადღებო დარღვევები დაფიქსირდა. ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი არაერთ შემთხვევაში ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც ძალადობრივ მოვლენებში გამოიხატებოდა. დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები», აღნიშნა ნაცვლიშვილმა.