დღეს, 9 ოქტომბერს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შემდგომ წინასწარ განცხადებას გააკეთებს. სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევს საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) და ევროპარლამენტი (EP) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.