ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან საგანგებო განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, სისტემა მუშაობს შეუფერხებლად, მომხმარებლებს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდებათ და გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გარკვეულ რეგიონებში მოხდება ელექტროენერგიის წყვეტა, სიმართლეს არ შეესაბამება.