მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა, - განცხადება აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის განმარტებით, ენმ-ს წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ისე სამართალდამცველებს.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ამის გაკეთება. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ პროცესს და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ სათანადოდ დაისაჯოს ყველა, ვინც ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას:, განმარტავს კობახიძე.